„Miss Sarajevo“ | ||||
---|---|---|---|---|
Miss Sarajevo | ||||
სინგლი — U2 და ლუჩანო პავაროტი | ||||
ალბომიდან Original Soundtracks 1 | ||||
B-მხარე |
„Bottoms (Watashitachi no Ookina Yume)“ „Viva Davidoff“ | |||
გამოსვლის თარიღი | 1 ნოემბერი, 1995 | |||
ჩაიწერა | აგვისტო 1995 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, ოპერა | |||
ხანგრძლივობა | 5:19 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | ბრაიან ინო | |||
U2 და ლუჩანო პავაროტი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Miss Sarajevo“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს და ლუჩანო პავაროტის მიერ 1995 [1] წელს ჩაწერილი სიმღერა და სინგლი, შეტანილი ალბომში Original Soundtracks 1. ეს არის ბრაიან ინოსა და U2-ს ერთობლივი პროექტი, რომელშიც თავმოყრილია მუსიკა სხვადასხვა ფილმისათვის. სიმღერა ასევე შეტანილია ჯგუფის ალბომში The Best of 1990–2000 და შესრულებული იქნა ჯორჯ მაიკლის მიერ, ალბომზე Songs from the Last Century. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული „ბილბორდის“ ჩარტში სიმღერამ არ გაამართლა, ევროპულ ქვეყნებში მას დიდი წარმატება ხვდა წილად. ბონო მას თვლის ჯგუფის რეპერტუარიდან თავის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად.
სიმღერა სხვადასხვა დროს სრულდებოდა ცოცხლად ჯგუფის კონცერტებზე. პავაროტისთან ერთად იგი შესრულდა 1996 წლის 20 ივნისს, მოდენაში და შეტანილი იქნა ალბომში Pavarotti & Friends Together for the Children of Bosnia.